დაბა აგარის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 მილიონი ლარით ფინანსდება და სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილსადენის, წყლის გამწმენდის მოწყობასა და არსებული რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება და შედეგად აგარაში მცხოვრები 3 400 მოსახლე სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით სარგებლობას შეძლებს.
ცნობისთვის, მოძველებული წყლის სისტემების გამო, ამ დროისთვის, ადგილობრივ მაცხოვრებლებს წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებათ. რეაბილიტაციას საჭიროებს სატუმბი სადგური და წყალსადენის ქსელი, ასევე, არსებული სათავე ნაგებობები, რომელიც ექსპლოატაციაში მე-20 საუკუნის 60-იან წლებშია შესული.