საზოგადოება
15.01.2021 11:11
ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევიდან 83 შიდა ქართლში დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევიდან 83 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელეულ ინფორმაციაშია მითითებული.  

ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 496 შემთხვევა, აჭარა - 52, იმერეთი - 187, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 83, გურია - 33, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 105, კახეთი - 88, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 837 პირი, ხოლო გარდაიცვალა 26 ახალი პაციენტი.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 777, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი. 648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, იმყოფება 23 772 მოქალაქე.

კვირის ამბები