საზოგადოება
15.01.2021 11:02
საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 837 პაციენტი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 940 PCR ტესტით, აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 177 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 245 789-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 837 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 229 196-მდე.

რაც შეეხება გარდაცლილებს, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 893 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 777, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი. 648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, იმყოფება 23 772 მოქალაქე.

კვირის ამბები