ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევიდან 111 შიდა ქართლში გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 244 612-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 748 პირი. მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 228 359 გახდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 21 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 2 867 პირი ემსხვერპლა.
ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 561 შემთხვევა, აჭარა - 112, იმერეთი - 196, ქვემო ქართლი - 69, შიდა ქართლი - 111, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში