რესტორან ,,ჟოზეფის" ადმინისტრაციის ინიციატივით, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას" დღეს საღამოს თოვლის პაპა ესტუმრა. თოვლის პაპამ ყველა ახალშობილს, პედიატრიული განყოფილების სტაციონარსა თუ ემერჯენსში მოთავსებულ ყველა პატარას შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
,,ჟოზეფის" ხელმძღვანელობისა თუ თანამშრომლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვი ბედნიერი და ჯანმრთელი ხვდებოდეს შობა-ახალ წელს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვეწყო საქველმოქმედო აქცია, კლინიკა ,,იავნანას" ვწვეოდით და აქ მოთავსებული პატარებისა თუ ახალშობილებისთვის მიგველოცა ახალი წლის დღესასწაული და ერთი დღე გაგველამაზებინა", - აღნიშნა ,,ჟოზეფის" წარმომადგენელმა.
,,კლინიკა ,,იავნანას" პაციენტებს შობა-ახალი წელი მოულოცა კომპანია ,,ჟოზეფმა" და კლინიკაში ყოფნის დღეები საკმაოდ გაუხალისა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით. აქვე მოგახსენებთ, რომ 2020 წელს, ,,იავნანას" სამეანო განყოფილებაში 1006 ახალშობილი დაიბადა, პედიატრიულ განყოფილებას კი, სამედიცინო დახმარებისთვის მომართა 4800-ზე მეტმა პაციენტმა. ,,იავნანა" მადლობას მოგახსენებთ ნდობისთვის და აღვნიშნავ, რომ კორონავირუსისგან თავისუფალ გარემოში, თქვენი ჯანმრთელობისთვის ვმუშაობთ სრული დატვირთვით", - განაცხადა ,,იავნანას" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ.