სამართალი
30.10.2019 11:26
ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

ცოტა ხნის წინ, ავტობანის ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სხეულის დაზიანება სამმა ადამიანმა მიიღო. დაშავებულთაგან ერთ-ერთს ამბულატორიული დახმარება „გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში გაეწია და ბინაზე გაეწერა. ორი პაციენტი კი, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორში, „გორმედში“ გადაიყვანეს. დაშავებულთაგან ერთ-ერთის, 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა ძალზე მძიმეა. ამ წუთებში, პაციენტს გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაცია უკეთდება. „გორმედის“ ნეიროქირურგის კახა ფაცინაშვილის განცხადებით, ავარიის შედეგად დაშავებულს თავის ტრავმა აქვს მიღებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.  

კვირის ამბები