საზოგადოება
13.01.2021 11:31
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან 103 შიდა ქართლში დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან 103 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.   

ბერდია სიჭინავამ დეტალურად მიმოიხილა დედაქალაქსა და რეგიონებში დაფიქსირებული კოვიდინფექციის გავრცელების მაჩვენებლები.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა, აჭარა - 94, იმერეთი - 234, ქვემო ქართლი - 94, შიდა ქართლი - 103, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი - 102, მცხეთა-მთიანეთი - 44, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 403, ხოლო გარდაიცვალა 26 კოვიდპაციენტი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 772, საიდანაც 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 816, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი. 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 320 კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 496 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 22 797 მოქალაქე.

კვირის ამბები