შიდა ქართლში ჩატარებული 234 კვლევიდან 113 პირს კოვიდინფექცია დაუდგინდა, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
„შიდა ქართლში 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 234 პირის კვლევა, მათგან 113 მოქალაქეს დაუდგინდა კორონავირუსული ინფექცია. მათ შორის, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი, მიმდინარეობს კვლევა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 74 პაციენტი, თვითიზოლაცია მოეხსნა 38 პირს.
სამწუხაროდ, 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები პირის გარდაცვალების ერთი ფაქტი დაფიქსირდა - გარდაცვლილი გორში მცხოვრები 90 წლამდე მამაკაცია“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში მცხოვრები და რეგისტრირებული ინფიცირებულ მოქალაქეთა რაოდენობა შეადგენს 4 883-ს, მათ შორის, 1 194 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. დღეისათვს, ვითიზოლაციაში იმყოფება 1 239 პირი.