საზოგადოება
12.01.2021 11:15
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან 113 შიდა ქართლში დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან 113 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ დედაქალაქსა და რეგიონებში გამოვლენილი ახალი შემთხვევების სტატისტიკა დეტალურად განმარტა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 334, ქვემო ქართლი - 143, შიდა ქართლი - 113, გურია - 30, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 158, კახეთი - 147, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში გამოვლინდა კოვიდინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 993, ხოლო გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 583, საიდანაც, 3 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 817 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 254 პირი. 569 პირი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 135 მოქალაქე კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 823 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 514 მოქალაქე.

კვირის ამბები