საზოგადოება
12.01.2021 11:26
სკრის საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, პროექტის სატენდერო ღირებულება 929 555 ლარია. GMnews-ის ინფორმაციით, სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთ თვეში უნდა დასრულდეს.
„სკრის საბავშვო ბაღის შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა და დღემდე, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. წინასწარ შემუშავებული პროექტი ითვალიწინებს საბავშვო ბაღის შენობის სრულ რეაბილიტაციას.  გარდა  ამისა, კეთილმოეწყობა სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების ეზო და ობიექტის მიმდებარედ არსებული შიდა გზები და მოედნებიც“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შეგახსენებთ, 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში აშენდა ერთი და რეაბილიტირდა 20 სააღმზრდელო დაწესებულება.

კვირის ამბები