საინტერესო ამბები
12.01.2021 10:15
კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოს ზოოპარკის ბინადარი გორილები კოვიდ 19-ით დაინფიცირდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის ქალაქ სან-დიეგოს ზოოპარკის ბინადარ გორილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ზოოპარკის დირექტორმა ლიზა პეტერსონმა The Guardian-თან აღნიშნა, რომ რამდენიმე გორილას ვირუსის სიმპტომები, მათ შორის ხველაც აღენიშნება.

ექსპერტების ინფორმაციით, სან-დიეგოს ზოოპარკის შემთხვევა პრიმატებში ვირუსის გავრცელების პირველი დადასტურებული ფაქტია.

როგორც კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომ ამ ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა, გორილები კოვიდ 19-ით სავარაუდოდ, ზოოპარკის თანამშრომლისგან დაინფიცირდნენ.

კვირის ამბები