ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან 14 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნული ინფორმაიას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.
ბერდია სიჭინავამ დედაქალაქსა და რეგიონებში გამოვლენილი ახალი შემთხვევების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 24, შიდა ქართლი - 14, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5“, - აღნიშნა სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში გამოვლინდა კოვიდინფიცირების 551 ახალი სემტხვევა, გამოჯანმრთელდა 880, ხოლო გადაიცვალა 23 პაციენტი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 743, საიდანაც, 3 929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 840, მათ შორის,ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 251 პირი. 722 მოქალაქე მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 092 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 506 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, ბოლო მონაცემებით, 23 178 ადამიანი იმყოფება.