ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევიდან 64 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
10 იანვრის მდგომარეობით არსებული სტატისტიკა კორონავირუსის გავრცელების ახალი მაჩვენებლების მიხედვით დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით ასე გამიყურება - ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 488 შემთხვევა, აჭარა - 88, იმერეთი - 143, ქვემო ქართლი - 73, შიდა ქართლი - 64, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 138, კახეთი - 58, მცხეთა-მთიანეთი - 51, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 095, საიდანაც: 3 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 455 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში