ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 155 კვლევა, მათ შორის 6 758 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 397 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 143 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 239 229-ს შეადგენს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 617 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 225 335-მდე; გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 773 პირი ემსხვერპლა.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 488 შემთხვევა, აჭარა - 88, იმერეთი - 143, ქვემო ქართლი - 73, შიდა ქართლი - 64, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 138, კახეთი - 58, მცხეთა-მთიანეთი - 51, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 095, საიდანაც: 3 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 864, აჭარაში - 371, იმერეთში - 730. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში - 376, აჭარაში - 72, იმერეთში - 198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი, მათგან თბილისში - 167, აჭარაში - 10, იმერეთში - 34. 746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 220 - თბილისში, 459 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 6 455 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 452 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 197, აჭარაში - 44, ხოლო იმერეთში - 8.
სულ 6 ოქტომბრიდან - 9 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 432 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 097 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 425 პირი, აჭარაში - 1 942, 2 552 - იმერეთში “, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.