საზოგადოება
10.01.2021 11:05
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების რიცხვმა 90 მილიონს გადააჭარბა, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით აშშ-ი ლიდერობს

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 90 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში პანდემიის გამოცხადების დღიდან, კოვიდ19-ით 1.9 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 64.4 მილიონს გადააჭარბა.

 ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 23.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - დიდი ბრიტანეთია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

 

კვირის ამბები