რეგიონში კოვიდინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 75 პაციენტი, გარდაიცვალა 2 პირი, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, შიდა ქართლში, კორონავირუსზე 362 სინჯი შემოწმდა.
„შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირებულთა რაოდენობა შეაგენს 165-ს. მათ შორის, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი, მიმდინარეობს კვლევა. ამასთან, სულ აღებული იყო 362 სინჯი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კორნავირუსი 75-მა პაციენტმა დაამარცხა. თვითიზოლაცია კი, მოეხსნა 79 პირს.
სამწუხაროდ, ბოლო დღე-ღამეში შიდა ქართლში მცხოვრები პირის გარდაცვალების 2 ფაქტი დაფიქსირდა - მათგან ერთი ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 59 წლის მამაკაცი გახლავთ, თანხლები დაავადებით: თირკმლის უკმარისობა (იმყოფებოდა დიალეზზე), მეორე კი, გორში მცხოვრები 70-წლამდე მამაკაცი“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეის მდგომარეობით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 4 884-ს, მათ შორის 1 235 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში კი, იმყოფება 1 032 მოქალაქე.