ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 18 149 ტესტირების შედეგად, ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 238 086-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 529 პირი და ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 718-მდე.
გარდაიცვალა კიდევ 22 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 2 750 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 808 შემთხვევა, აჭარა - 107, იმერეთი - 363, ქვემო ქართლი - 150, შიდა ქართლი - 165, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 131, მცხეთა-მთიანეთი - 62, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში