ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან 46 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
8 იანვრის მდგომარეობით არსებული სტატისტიკა კორონავირუსის გავრცელების ახალი მაჩვენებლების მიხედვით დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით ასე გამიყურება - ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა-47, იმერეთი-44, ქვემო ქართლი-15, შიდა ქართლი-46, გურია-6, სამეგრელო - ზემო სვანეთი-31, კახეთი-35, მცხეთა-მთიანეთი-15, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0.
ამ ეტაპზე, ქვეყანაში, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა ჯამში არის 9 085, საიდანაც, 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,762 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 4 456 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში