ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 265 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 320 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 236 028-ს შეადგენს- აღნიშნულ ინფორმაციას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.
„ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი, ჯამში კი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 189-მდე. სამწუხაროდ, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 728 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა-47, იმერეთი-44, ქვემო ქართლი-15, შიდა ქართლი-46, გურია-6, სამეგრელო - ზემო სვანეთი-31, კახეთი-35, მცხეთა-მთიანეთი-15, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 085, საიდანაც, 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 900, აჭარაში-364, იმერეთში-731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში-363, აჭარაში-84, იმერეთში-203. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან თბილისში-180, აჭარაში-13, იმერეთში-31. 762 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217-თბილისში, 466-აჭარაში, 24-იმერეთში. 4 456 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 508 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-181, აჭარაში-42, ხოლო იმერეთში-64.
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 323 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 750 ადამიანი, მათ შორის თბილისში-13 576 პირი, აჭარაში-1 981, 2 244 - იმერეთში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.