„გორმედმა“ რეგიონში მცხოვრებ 110 შეჭირვებულ ოჯახს საშობაოდ სასურსათო პაკეტები გადასცა, - აღნიშნულ ინფორმაციას სამედიცინო ქსელ „გორმედის“ ადმინისტრაცია ავრცელებს. სამედიცინო დაწესებულების ცნობით, სასურსათო პაკეტების დარიგებაში გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიგი ხოჯევანიშვილმა და გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმაც მიიღეს მონაწილეობა.
ამასთან, „გორმედის“ ინფორმაციითვე, დეპუტატი და გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სამედიცინო ქსელის ხელმძღვანელობას და გორის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებს შეხვდნენ. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მედკოსებს შობის დღესასწაული მიულოცეს და კორონავირუსის პანდემიის პირბებში თავდაუზოგავი შრომისა და საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.
სამედიცინო ქსელ „გორმედის“ დამფუძნებელმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გია სვანაძემ კი, სტუმრებს ქსელში შემავალ კლინიკებში არსებული ვითარება გააცნო და დეტალურად განუმარტა, თუ რა მდგომარეობა კოვიდკლინიკებში და რა რეალობის წინაშე დგას სამედიცინო საზოგადოება. სვანაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს გორის ჰიბრიდულ საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებული სიტუაციის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.