კორონავირუსის პანდემიის გამო, დღეს განსხვავებულად ჩატარდა საშობაო მსვლელობა როგორც მთელ ქვეყანაში, ასევე, გორშიც. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე აღინიშნა - ალილო მრევლის გარეშე ჩაივლიდა, გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მრევლი მაინც შეიკრიბა.
საბოლოოდ, როგორც დაანონსებული იყო, ალილოში წელს მონაწილეობა მხოლოდ სასულიერო პირებმა მიიღეს. არ ყოფილა არც ბაირაღები და არც საშობაო საგალობლები.
ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ქალაქის ქუჩები აკურთხა და მოსახლეობას ქრისტეს შობა მიულოცა. მან მრევლს ერთობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ყველა განსაცდელის დაძლევა.
ცნობისთვის, საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა - საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, თუმცა, გასული საუკუნის 90-იან წლებში, უწმიდესის ლოცვა-კურთხევით აღდგა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში