ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევიდან 107 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისრაცია ავრცელებს.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით გამოიყურება შემდეგი სახით: გამოვლენილი ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 670 შემთხვევა, აჭარა - 118, იმერეთი - 257, ქვემო ქართლი - 106, შიდა ქართლი - 107, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 56, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 856, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი. 742 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 4 436 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ დროისთვის, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 491 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, იმყოფება 24 084 ადამიანი.