ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 612 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 235 491-ს, - აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისრაცია ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 492 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 084 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 408 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 419 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 223 695-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 694 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 856, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი. 742 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 4 436 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ დროისთვის, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 491 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, იმყოფება 24 084 ადამიანი.