საზოგადოება
06.01.2021 14:26
რეგიონში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - შიდა ქართლში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 777-მდე გაიზარდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში აღებული იყო 386 ნიმუში, აქედან 103 პირს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, - აღნიშულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 133 პაციენტი.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში აღებული იყო 386 ნიმუში, აქედან 103 პირს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, მათ შორის, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს კვლევა. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 133 ადამიანი. რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაცია მოეხსნა 93  პირს.

ბოლო მონაცემებით, შიდა ქართლში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 4 777-ს, მათ შორის, 1 128 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.

აღსანიშნავია, რომ 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები პირის გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხაეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 1 128 პირი.

კვირის ამბები