საზოგადოება
06.01.2021 11:26
დღეს საღამოს, შობის ღამეს, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული შეზღუდვა ქვეითებისა და ტრანსპორტის გადაადგილებაზე არ იმოქმედებს

დღეს, საშობაო ლიტურგიის გამო, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითების, ისე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე შეზღუდვა არ იმოქმედებს, ასევე დაშვებულია საჯარო სივრცეში ყოფნა. 

ახალ წელს, 31 დეკემბერს და 6 იანვარს, შობის ღამეს, შეზღუდვის გაუქმება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გამონაკლისის სახით დაუშვა.

შობის დღესასწაულზე შეზღუდვის გაუქმების პარალელურად, საქართველოს მთავრობა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად აარიდოს თავი ხალხმრავალ სადღესასწაულო შეკრებებს და შობის დღესასწაული ვიწრო წრეში და შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით აღნიშნონ.

კვირის ამბები