საზოგადოება
06.01.2021 11:14
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, შიდა ქართლის ტერიტორიაზე კოვიდ 19-ით ინფიცირების 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მთლიანობაში კი, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დადასტურდა ინფიცირების 1800 შემთხვევა.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 233 879-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 489 პირი, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 223 276-მდე.

რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებს, კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 666 პირი ემსხვერპლა.

კვირის ამბები