საზოგადოება
05.01.2021 19:20
ხვალ, 6 იანვარს, შობის ღამეს, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული შეზღუდვა ქვეითებისა და ტრანსპორტის გადაადგილებაზე არ იმოქმედებს

ხვალ, 6 იანვარს, შობის ღამეს, ისევე, როგორც 31 დეკემბერს, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით და ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა დაშვებულია. 

31 დეკემბერს და 6 იანვარს, შობის ღამეს, შეზღუდვის გაუქმება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გამონაკლისის სახით დაუშვა.

რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, 31 იანვრის ჩათვლით:

მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვლავ ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;

▶ მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. 

მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე, არ წესდება შეზღუდვა;

▶ რესტორნები და კვების ობიექტები მუშაობენ კვლავ გატანის სერვისზე.

▶ აკრძალულია ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;

▶ კვლავ არ არის დაშვებული კონფერენციის, ტრენინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების  ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინფორმატით.

▶ შეზღუდულია სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

▶ სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

▶ასევე, 31 იანვრამდე შეჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

 3  იანვარი – 15 იანვრის პერიოდში:

▶ ცხადდება უქმე/დასვენების დღეები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

16 იანვრიდან – 31 იანვრამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით:

▶ აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

▶ შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.

კვირის ამბები