კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. 200 აღსაზრდელზე გათვლილ, ორსართულიან კეთილმოწყობილ სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი უკვე განახლდა.
პროექტის მიხედვით შენობაში შეიცვალა სასმელი წყლის, წყალარინების და ელექტრო გაყანილობის სისტემა, კარ-ფანჯრები, მოეწყო ცენტრალური გათბობა, გაილესა და შეიღება შიდა და გარე ფასადი. 333 278 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ი/მეწარმე „კახა დათაშვილმა“ შეასრულა. საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
დოესის საბავშვო ბაღში ამჟამად 100 აღსაზრდელი ირიცხება. დაწესებულების ადმინისტრაციის თქმით, კონტიგენტის გაზრდას ახლო მომავალში ელოდებიან.