საზოგადოება
05.01.2021 14:43
10-14 იანვრისთვის გამოჩნდება რეალური სურათი, როგორ მოილხინის ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან - პაატა იმნაძე

საახალწლო სუფრებთან თუ ყველა თავის ოჯახთან იყო და მხოლოდ ვიწრო წრეში აღნიშნავდა, გასაგებია და თუ ფართო წრეები იყო ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევების მატებას გამოიწვევს 10-14 რიცხვისათვის, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, ინფიცირების მაჩვენებლის რეალური სურათი რამდენიმე დღეში, 10-14 იანვრისთვის გამოჩნდება.

„2000-ზე მეტი შემთხვევაა დღეს, ეს მოსალოდნელიც იყო, 1,2,3 იანვარს მიმართვიანობა ძალიან დაბალი იყო და შემდეგი დღეები უფრო რეალურ სურათს დაგვანახებს, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოილხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან. თუ ყველა თავის ოჯახთან იყო და მხოლოდ ვიწრო წრეში აღნიშნავდა, გასაგებია და თუ ფართო წრეები იყო, ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევების მატებას გამოიწვევს 10-14 რიცხვისათვის. თუ ადამიანები იცავენ წესებს, მაშინ რისკი ნაკლებია, თუ ადამიანები არ იცავენ წესებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ეკლესიაში, სუპერმარკეტში თუ მიტინგზე, იქნება შემთხვევების მატება. თუ წესებს დავიცავთ, ყველაფერი კარგად იქნება “, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

 

კვირის ამბები