ბევრი თეორია არსებობს იმის თაობაზე, რომ ისეთი საკვები დანამატები, როგორიც ვიტამინები და მელატონინია, კორონავირუსით დაავადების რისკს ამცირებენ, თუმცა, კვლევების თანახმად, იგივეს თქმა რამდენიმე ჩვეულებრივ კვების პროდუქტზეც შეიძლება, რომელიც თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება.
GMnews-ი გთავაზობთ ამ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს და აგიხსნით რა თვისებების გამო აღიარეს ისინი მეცნიერებმა.
თინუსი - ეს თევზი ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში, შემწვარიც, მოხარშულიც და კონსერვირებულიც. ის დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, ისეთებს როგორც ვიტამინი ბ-12 და ცილა ომეგა-13. ჩინეთის ბოქსიას უნივერსიტეტში ამ პროდუქტის ვირუსზე ზემოქმედების შესწავლა ჯერ კიდევ ოქტომბერში დაუწყეს. მკვლევარების აზრით, თინუსის ხორცი დიდი რაოდენობით ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ვირუსის ორგანიზმში შეღწევას აფერხებენ. კერძოდ, ისინი ერთ-ერთ რეცეპტორთან ACE2-თან რეაქციაში შედიან - სწორედ ACE2 ასრულებს ვირუსისთვის ადამიანის ორგანიზმში შესვლისთვის აუცილებელ „კარიბჭის“ როლს.
შავი შოკოლადი და ყურძენი - კვების ბევრი პროდუქტი, ისეთი, როგორც მწვანე ჩაი, ყურძენი, შავი შოკოლადი და ღვინოა შეიცავს ქიმიურ შენაერთს - ფლანავოლებს. აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ფლანავოლები კორონავირუსის მიერ გამომუშავებულ ფერმენტ Mpro -ს მნიშვნელოვნად ასუსტებს. Mpro აუცილებელია ვირუსის გამრავლებისთვის, და მისი აქტიურობის შემცირების შემთხვევაში ვირუსი კვდება. არსებული პროდუქტებიდან ფლანავოლები ყველაზე მეტი სწორედ შავ შოკოლადში და ყურძენშია.
კეფირი - მეცნიერთა აზრით, კეფირს ანთების საწინაამღდეგო აგენტის როლის შესრულება და ამით დაავადების მიმდინარეობის შერბილება შეუძლია. ეს პროდუქტი იმ ნაწილაკებს ასუსტებს, რომლებიც კორონავირუსის შეღწევის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ანთების განვითარებას ხელს უწყობენ. „რა თქმა უნდა, კეფირი კორონავირუსს არ მკურნალობს, თუმცა, შესაძლოა მის სიმწვავეს ამცირებდეს“ - აცხადებენ მკვლევარები.
გრეიფრუტი - მაიამის პულმანოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გრეიპფრუტს კორონავირუსის აქტივობის შემცირება შეუძლია და ეს საკითხი უკვე ოფიციალურ დონეზეა დაყენებული - გრეიპფრუტის თესლების საფუძველზე შექმნილი აეროზოლების მწარმოებლებმა აშშ-ს სანიტარული ზედამხედველობის სამსახურში შესაბამისი განაცხადი უკვე შეიტანეს. კერძოდ, ისინი ამ აეროზოლის კორონავირუსის წინაამღდეგ ბრძოლის ჰიგიენურ საშუალებათა ნუსხაში შეტანას ითხოვენ.
ზღვის წყალმცენარეები - ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, ირლანდიაში რესპირატორული დაავადებების წინაამღდეგ წითელ წყალმცენარეს კარაგინს იყენებდნენ. უელსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ამ პროდუქტის ბაზაზე სპეციალური სამკურნალო აეროზოლი შექმნეს, რომლის ცდებმაც დაადასტურეს, რომ მას კორონავირუსის სიმპტომების შერბილება შეუძლია. ცდები დღესაც, ამჯერად ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ეგიდით, გრძელდება. სავარაუდოდ, კორონავირუსზე კარაგინის ზემოქმედების თაობაზე კვლევის საბოლოო შედეგები 2021 წლის მაისში გამოქვეყნდება.