საზოგადოება
05.01.2021 11:21
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან 154 შიდა ქართლში დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 316 ახალი შემთხვევიდან 154 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ დეტალურად მიმოიხილა 5 იანვრის მდგომარეობით არსებული სტატისტიკა კორონავირუსის გავრცელების ახალი მაჩვენებლების მიხედვით.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 420, ქვემო ქართლი - 142, შიდა ქართლი - 154, გურია - 40, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 201, კახეთი - 185, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 620, საიდანაც, 4 012 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 888 პირი; ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი; 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში; 1 845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე და საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 377 ადამიანი. სულ 6 ოქტომბრიდან - 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 208 პირი. თვითიზოლაციაში კი, ამ ეტაპისთვის,  იმყოფება 24 689“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კვირის ამბები