საზოგადოება
04.01.2021 14:54
შიდა ქართლში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

4 იანვრის მონაცემებით, შიდა ქართლში კორონავირუსის გამოსავლენად სულ აღებული იყო 46 სინჯი, აქედან 20 პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეგიონში 134 კოვიდპაციენტი გამოჯანმრთელდა.

„შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში აღებული იყო 46 სინჯი, მთლიანობაში კი, გამოვლენილი ინფიცირებულთა რაოდენობა დღეის მონაცემებით შეადგენს 20-ს. მათ შორის, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს კვლევა.

24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 134 ადამიანი, თვითიზოლაცია კი მოეხსნა 108  პირს.

სამწუხაროდ, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში დაფიქსირდა კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების ერთი ფაქტი - გადაცვლილი ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 50 წელს გადაცილებული მამაკაცია“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეის მდგომარეობით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 4 806-ს, მათ შორის, 1 203 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 1 305 პირი.

კვირის ამბები