საზოგადოება
04.01.2021 11:54
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 594 ახალი შემთხვევიდან 20 შიდა ქართლში დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 594 ახალი შემთხვევიდან 20 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ახლადგამოვლენილი კოვიდინფიცირების მაჩვენებლები რეგონეის მიხედვით, გამოიყურება შემდეგი სახით: 594 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა - 64, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 24, შიდა ქართლი - 20, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორნავირუსით ინფიცირების 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 963 პირი, ხოლო გარდაიცვალა 25 კოვიდპაციენტი.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 386 პირ, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას 4 209 პაციენტი გადის, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მოთავსებულია 840 ინფიცირებული.

კვირის ამბები