კულტურა
29.10.2019 13:44
პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე მუცოს რეაბილიტაციის პროექტი დაჯილდოვდება
დღეს, 29 ოქტომბერს, პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის სამიტი იმართება, სადაც მუცოს რეაბილიტაციის პროექტიც დაჯილდოვდება.

სამიტს საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება. ჟიურიმ 149 განაცხადიდან 27 გამარჯვებული შეარჩია, მათ შორის, ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტი.

ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია ,,ევროპა ნოსტრა”, რომელიც 1963 წელს დაარსდა და დღეისთვის იგი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული ქსელია.
კვირის ამბები