საზოგადოება
04.01.2021 11:46
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმალობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 646 PCR ტესტით, შედეგა, გამოვლინდა ინფიცირების 594 ახალი შემთხვევა, - აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 763-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 963 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 222 405-მდე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 386 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას 4 209 პაციენტი გადის, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მოთავსებულია 840 ინფიცირებული.

კვირის ამბები