საზოგადოება
02.01.2021 12:38
იანვრიდან პენსია 20-25 ლარით გაიზარდა

2021 წლის 1-ლი იანვრიდან ასაკით პენსიონერები კუთვნილ სახელმწიფო შემწეობას მომატებული ოდენობით მიიღებენ, - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისას მიიღო.

ჯამში, საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით.

2021 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარით გაიზარდა და განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერები 25 ლარით მეტს მიიღებენ და მათი კუთვნილი სახელმწიფო შემწეობა, ამ დროისთვის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ პენსიის მატება უკვე განხორციელდა გასული წლის ივლისიდან -  70 წლის და მეტი ასაკის პენსიონრების საპენსიო თანხა 30 ლარით გაიზარდა და 250 ლარი შეადგინა.

კვირის ამბები