საზოგადოება
31.12.2020 13:21
ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით ახალი წლის ღამეს მოიხსნება

დღეს საღამოს 9 საათიდან 1-ლი იანვრის დილის 5 საათამდე ქუჩაში გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე ავტომობილებით ნებადართული იქნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოოდინაციო საბჭოს წევრებმა მიიღეს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ახალი წელი ვიწრო წრეში, ოჯახურ გარემოში აღნიშნონ.

ამასთან, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, გამონაკლისის სახით ასევე მოიხსნება შობის ღამესაც და მოქალაქეებს 6 იანვრის საღამოს 9 საათიდან 7 იანვრის დილის 5 საათამდე გადაადგილება შეუზღუდავად შეეძლებათ.

კვირის ამბები