კულტურა
29.10.2019 13:39
ქართული ქვევრის ღვინოს აშშ-ში ეცნობიან
აშშ - ის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი ათი მარანი იღებს მონაწილეობს. გამოფენა ქალაქ ნიუ-იორკში მიმდინარეობს. ქართველი მეღვინეების განცხადებით, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდია.

აღნიშნული გამოფენა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ, სადაც მაღალი ხარისხის ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენაზე მისული სტუმრები ეცნობიან ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს, საქართველოს ისტორიასა და კულტურას.
კვირის ამბები