ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან 130 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ დეტალურად მიმოიხილა 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული სტატისტიკა კორონავირუსის გავრცელების ახალი მაჩვენებლების მიხედვით.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 710 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 239, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 130, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 105, მცხეთა-მთიანეთი - 47, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9“, - აღნიშნა სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 282, ხოლო გრადაიცვალა 24 კოვიდპაციენტი.
ამ დროისთვის, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 162, საიდანაც, 5 104 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 004, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი. 1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო მონაცემებით თვითიზოლაციაში იმყოფება 32 221 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 431 პირი.