ბერდია სიჭინავამ მედიასთან 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული უახლესი სტატისტიკური მონაცემები გააცნო.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 323 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 707 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 227 420-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 282 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 211 727-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 505 პირი ემსხვერპლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამ დროისთვის, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 162, საიდანაც, 5 104 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 004, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი. 1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო მონაცემებით თვითიზოლაციაში იმყოფება 32 221 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 431 პირი.