გორში, წმინდა წყლის ტერიტორიაზე მდებარე ბაზრობაზე, სადაც, ძირითადად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის რეალიზაცია ხდება, ხანძარია. ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლი სავარაუდოდ 21-დან 22 საათამდე პერიოდში გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 10-ზე მეტი სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოვაჭრეთა მცირე ნაწილი.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ამ დროისთვის უცნობია ზარალის ოდენობაც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში