საზოგადოება
30.12.2020 12:53
„გორმედმა“ რეგიონის 40-ზე მეტ ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა

ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე და ამავდროულად, პანდემიისა და მისგან გამოწვეული პრობლემების ფონზე, თანადგომას ვუცხადებთ იმ ოჯახებს, ვისაც ამ პირობებში ყველაზე მეტად გაუჭირდა, - აღნიშნულ განცხადებას სამედიცინო ქსელ „გორმედის“ ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის ინფორმაციით, „გორმედმა“ პირველ ეტაპზე, საახალწლოდ, პროდუქტებით უზრუნველყო გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტიების ტერიტორიაზე მცხოვრები 40-ზე მეტი ოჯახი.

„ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე, თუმცა, სამედიცინო სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდების გარდა, პანდემიისა და მისგან გამოწვეული პრობლემების ფონზე, თანადგომას ვუცხადებთ იმ ოჯახებს, ვისაც ამ პირობებში ყველაზე მეტად გაუჭირდა. „გორმედმა“ პირველ ეტაპზე, საახალწლოდ, პროდუქტებით უზრუნველყო გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტიების ტერიტორიაზე მცხოვრები 40-ზე მეტი ოჯახი. ერთმანეთის თანადგომით შევძლებთ, უკეთესი ახალი წელი გვქონდეს“, - აცხადებენ „გორმედის“ ადმინისტრაციაში.

კვირის ამბები