31 დეკემბერს, 1, 2, 3 და 7 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები არ იმუშავებს, - აღნიშნულ ინფორმაციას მომსახურების სააგენტო თავად ავრცელებს.
უწყების ცნობით, 4 იანვრიდან ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიმართონ მომსახურების სააგენტოს და ისარგებლონ შემდეგი მომსახურებით: სატრანსპორტო საშუალების განბაჟება; რეექსპორტი; ექსპორტი; ავტომობილის რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად.
რაც შეეხება მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარებას, სერვისი 18 იანვრიდან განახლდება.
მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში კვირის შემდეგ დღეებში: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით კვლავ შეჩერებული იქნება: ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება (გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე).
მომსახურების სააგენტო რეკომენდაციით მიმართავს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს სერვისცენტრებში ვიზიტისგან, ხოლო მიმართვის შემთხვევაში - გარეშე პირების თანხლებისგან.
2021 წლის 18 იანვრიდან მომსახურების სააგენტოს მიერ, პანდემიის პირობებში, რეგულაციების სრული დაცვით მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.