საზოგადოება
30.12.2020 11:47
ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან 100 შიდა ქართლში დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევიდან 119 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ მედიასთან დეტალურად განმარტა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით.

„დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა - 115, იმერეთი - 301, ქვემო ქართლი - 123, შიდა ქართლი - 100, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 138, კახეთი - 107, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 941, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი. 1 223 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.  6 238 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 389 ადამიანი. სულ, 6 ოქტომბრიდან - 29 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 069 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 32 670 ადამიანი“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

 

კვირის ამბები