Forbes-ის სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მე-8 მილიარდერს უმაღლესი განათლება არ აქვს მიღებული. მათმა უმეტესობამ სწავლას თავი დაანება, რათა მეტი დრო საყვარელი საქმიანობისთვის დაეთმო.
Forbes- ის „უდიპლომო მილიარდერთა“ სიაში მოხვდნენ: რალფ ლორენი - ცნობილი ამერიკელი დიზაინერი, რომლის ქონებაც ამჟამად 5.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს; იან კუმი - WhatsApp-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი, დღეს მისი ქონება 10 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს; მარკ ცუკერბერგი - Facebook-ის დამაარსებელი. ცუკერბერგი ჰარვარდში სწავლობდა, რა დროსაც სოციალური ქსელის შექმნის იდეა გაუჩნდა და სწავლა მე-2 კურსზე მიატოვა. დღეს მისი ქონება 66 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება; ტედ ტერნერი - საინფორმაციო სააგენტო CNN-ის დამაარსებელი, რომლის ქონებაც 2.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ბილ გეითსი - კომპანია Microsoft-ის დამაარსებელი. გეითსის ქონება 102 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.