წინასაახალწლო სამზადისი რამდენიმე დღეა დაიწყო. ახალი წლის დღესასწაული, ტრადიციულად, მრავალფეროვან სუფრას უკავშირდება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი, ხორცპროდუქტებისა და ტკბილეულის შეძენაა.
GMnews-ი დაინტერესდა, რა ღირს პროდუქტები გორის ბაზარში ახალი წლის წინა დღეებში და წარმოგიდგენთ პროდუქტების ფასებს.
ხორცის პროდუქტები:
ინდაური - 70-80 ლარი;
საქონლის ხორცი – 17 ლარი (საუკეთესო);
საქონლის ხორცი – 14-15 ლარი (კარგი);
ღორის ხორცი – 12 ლარი (სალით);
ღორის ხორცი – 15 ლარი (სალის გარეშე);
საქონლის ხორცის ფარში - 18 ლარი;
ღორის ხორცის ფარში - 14 ლარი;
საქონლის გულ-ღვიძლი - 6 ლარი;
ღორის გულ-ღვიძლი - 7-8 ლარი;
გოჭი (საშუალო ზომის) – 220 ლარი
ქათამი – 25 ლარი (დედალი);
ვარია – 15 ლარი;
იმერული ყველის ფასი 12 ლარიდან იწყება, რაც შეეხება ტკბილეულს, შოკოლადის ფასი 6 ლარიდან იწყება და 40 ლარის ზემოთ გრძელდება (გააჩნია მწარმოებელ ფირმას და ქვეყანას); საუკეთესო მანდარინის ფასი 1,5-2 ლარია. 1 კილოგრამი ნიგოზის შეძენას 23-25 ლარად შეძლებთ. 1 ლიტრი ნატურალური თაფლის ფასი კი, 30 ლარია.
ბუნებრივია, ბაზარში პროდუქტების შეძენისას შევაჭრებით ფასის დაკლებაც შესაძლებელია, ამიტომ ნუ ისარგებლებთ იმ ფასების ცხრილით, რომელიც GMnews-ს გორის ბაზარში მოვაჭრეებმა მიაწოდეს და ეცადეთ, პროდუქტები უფრო დაბალ ფასად შეიძინოთ.