პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა 1-ელი თებერვლიდანაა შესაძლებელი.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნა რისკის ქვეშ აყენებს იმ მიღწევებს, რაც ქვეყანას ამ კუთხით აქვს.
„იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში პროგრესი იყოს შედარებით მდგრადი, არსებული შეზღუდვების რეალური შემსუბუქება შესაძლებელია განხილული იყოს 1-ელი თებერვლიდან. უფრო ადრე ეს ყველაფერი რისკის ქვეშ აყენებს იმ ძალიან ფრთხილ მიღწევებს, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა გახარიამ.
დღესვე, პრემიერმა განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია,თითქოს 3 იანვრიდან ქვეყანაში სრული ლოქდაუნის დაწესება იგეგმება, არარეალური და ჭორია.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში