„ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება მოხდება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. შემდეგი ერთი წელი იქნება ყველაზე მძიმე პოსტკრიზისული წელი, როდესაც სწორია და გამართლებულია, რომ შეზღუდული ბიუჯეტიდან გამოვნახოთ სახსრები და მოხდეს დამატებითი წნეხის თავიდან აცილება მოსახლეობისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, დღეს საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, წლის გადასახადის სუბსიდირება მოხდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. მინისტრმა ისიც აღნიშნა,რომ გამორიცხული არ არის, ახლო მომავალში სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ მთავრობა პარალელურ რეჟიმში ინარჩუნებს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პაკეტს, რომელიც ზამთრის თვეებზეა გათვალისწინებული.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში