ინფორმაცია, თითქოს 3 იანვრიდან სრული ლოქდაუნი, ან გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება ჭორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, მკაცრი შეზღუდვების დაწესების მიზეზი არ არსებობს, რადგან ბოლოს დაწესებული შეზღუდვების შედეგები უკვე საგრძნობია და ჯანდაცვის სისტემა გამოწვევებს მდგრადად უმკლავდება.
„არაფერი არ იცვლება, როგორც განვაცხადეთ მივყვებით გეგმას. არ იქნება არანაირი სრული ლოქდაუნი და შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით თუ ფეხით. 24 დეკემბრიდან გაიხსნა სავაჭრო ობიექტები და ისინი დაიხურება, სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არანაირი შეზღუდვები ქვეყანაში არ დაწესდება და არანაირი სრული ლოქდაუნი ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამის მიზეზი არ არსებობს, ბოლო დაწესებული შეზღუდვების შედეგებს ჩვენ დღეს უკვე ვგრძნობთ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს, ამიტომ არანაირი ლოქდაუნების და მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა არ არსებობს, ეს არის ჭორები“, - აღნიშნა პრემიერმა.