საზოგადოება
28.12.2020 11:33
თხუთმეტ დევნილ მეწარმეს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტი გადაეცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის შედეგად, 15  დევნილ მეწარმეს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტი გადაეცა.

პროექტი დევნილების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს.

სააგენტომ, პროექტის ფარგლებში, დევნილ მეწარმეებს 7500 ლარამდე ღირებულების ტექნიკა და დანადგარები შეუსყიდა. გრანტის მიღების მთავარ პირობას საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი მინიმუმ ერთი პირის დასაქმება წარმოადგენდა.

GMnews-ის ინფორმაციით, პროექტში გამარჯვებული  დევნილი მეწარმეები კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, გამოავლინა.

კვირის ამბები